პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები, პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. დაათვალიერეს უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, რომელიც აღმართულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ჩაკეტილი გადასასვლელები და ხელოვნური ბარიერები, რითაც ირღვევა მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები და იზღუდება მათი თავისუფლება.