საქართველოსთვის კონკრეტული შედეგით დასრულდა დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეა.
2020 წელს ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენცია ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 20 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს შეხვდა, რა დროსაც საუბარი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასევე სამომავლო პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს დაეთმო.
ქეთი ქაშაკაშვილი ყატარიდან.