შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ირლანდიაში

ირლანდიის დედაქალაქი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ღონისძიებაზე იგეგმება შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლაც. სამიტში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი სპიკერი ორმხრივი შეხვედრების გამართვას აპირებს უცხოელ კოლეგებთან. ამ ფორმატში, შალვა პაპუაშვილის მხრიდან დისკუსიის მთავარი თემა იქნება – ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, ამ თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.