პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ამომწურავად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. მისი თქმით, დასახელებულ საქმეებზე გამოძიების ეფექტიანად წარმართვის კუთხით, სამართალდამცველებს ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვთ.