იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ პარლამენტის სხდომაზე. საკითხი უკვე შეტანილია პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა გასული წლის ბოლოს ეკა ბესელიამ დატოვა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე დავით მათიკაშვილი ასრულებს. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს.