პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დამტკიცება პარლამენტში

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს, დღეს დილით პრემიერობის კანდიდატი უმრავლესობას შეხვდა, ახლა კი პლენარული სხდომა იწყება, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი იქნება პროცედურის გათვალისწინებით. ირაკლი კობახიძე პარლამენტს სამთავრობო გეგმას წარუდგენს, მთავრობის მომავალი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გეგმა 10 თვეზეა გათვლილი, არჩევნების შემდეგ კი, ახალ 4-წლიან გეგმას წარადგენს, რომელშიც ახალი პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული. კობახიძე მთავარ საკვანძო საკითხებად ეკონომიკურ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლას ასახელებს.

რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს? – თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.