ხვალ ვანის და ხონის მოსახლეობა პარლამენტში საკუთარ წარმომადგენელს აირჩევს.
„მოამბე“ შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამის გაცნობას განაგრძობს. დღევანდელი რეპორტაჟი ახალი ქრისტიან-დემოკრატების მიერ წარდგენილი კანდიდატის ხედვას დაეთმობა. მამუკა ტუსკაძე ორივე რაიონის მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს და ადგილობრივებს სამუშაო ადგილების შექმნის მისეულ ხედვას სთავაზობს. მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ 54-ე საარჩევნო ოლქში მეორე ტური გახდება საჭირო.