საარჩევნო მოლოდინები

წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ „სტრატეგია აღმაშენებელში“ და მმართველ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. ამასთან, პაატა მანჯგალაძის მტკიცებით, მათი წარმომდგენლების მისამართით მუქარის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. პარტიაში თვლიან, რომ მსგავსი შემთხვევები არჩევნების წინა დღეებში კიდევ უფრო გახშირდება.