პარლამენტის შუალედური არჩევნები - გიგი უგულავა „მოამბეში“

28 აპრილს ვანის და ხონის მოსახლეობამ პარლამენტში ახალი წარმომადგენელი უნდა აირჩიოს.

„მოამბე” შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ხედვის გაცნობას იწყებს. დღევანდელი რეპორტაჟი „ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატს დაეთმობა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ზუსტად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ორივე რაიონში არსებული პრობლემები.

54-ე მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი ლილუაშვილმა პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.