გიორგი კვირიკაშვილმა გივი ჭიჭინაძე ამომრჩევლებს ხონში წარუდგინა
გიორგი კვირიკაშვილმა გივი ჭიჭინაძე ამომრჩევლებს ხონში წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე  ამომრჩევლებს დღეს ხონში წარუდგინა.

შეხვედრა ხონის კულტურის ცენტრში გაიმართა.

პრემიერის განცხადებით, გივი ჭიჭინაძემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე.

„მინდა აღვნიშნო ბატონი გივის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება – ეს არის გულისხმიერება. მას არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს ვინმეს გასაჭირი. ეს თვისება აუცილებელია მაჟორიტარისთვის, ვინაიდან გაითავისოს ყველა ადამიანის ტკივილი და სიხარული“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და ვანისა და ხონის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ლილუაშვილს მადლობა გადაუხადა.

ხონის შემდეგ, კვირიკაშვილი კანდიდატს ამომრჩეველს ვანში წარუდგენს.

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს გაიმართება. შუალედური არჩევნები იმის გამო დაინიშნა, რომ ვანისა და ხონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.