პარლამენტის შენობასთან აქციაზე მივიდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვნის მამაც
ქალაქის მთავარ გამზირზე კი აქცია გვიან ღამემდე გამოსვლებით გრძელდებოდა. პარლამენტის შენობასთან მივიდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვნის მამაც. დავით დადუნაშვილის თქმით, გამოძიებასთან გარკვეული კითხვები მასაც აქვს, თუმცა, არ სურს რევოლუცია.
მან ასევე მოუწოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილე მოზარდების მშობლებს, რომ მიაწოდონ გამოძიებას სრული ინფორმაცია და დაეხმარონ სამართალდამცველებს, დროულად გაირკვეს სიმართლე.