ახლადშეკრებილი პარლამენტი პირველი რეზოლუციის მისაღებად ემზადება. ხვალ დაინიცირდება დოკუმენტის ტექსტი, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებს და დეოკუპაციის პრობლემის გადაჭრას ეხება. რეზოლუციის პროექტში საუბარია ამ მიზნით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე და საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმების გამოყენებაზე. საგარეო კომიტეტმა დღეს ის საკითხებიც დაასახელა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საგარეო მიმართულებით პრიორიტეტული იქნება. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებაა.