პრეზიდენტის გზავნილები - პოლიტიკური შეფასებები

პრეზიდენტის გამოსვლას არაერთგვაროვნად აფასებენ თბილისში.

ოპოზიცია საგარეო პოლიტიკაზე, უკრაინაზე და ევროინტეგრაციაზე გაჟღერებული მთავარი გზავნილებით და აქცენტებით კმაყოფილია, თუმცა არ მალავს, რომ მეტის მოლოდინი ჰქონდა. ამ შემთხვევაში ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მიმართ შეწყალების მექანიზმის გამოყენებას გულისხმობენ. გამოსვლას დაბალანსებულ მიმართვად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნება“ მთვარობის მიმართ პრეზიდენტის დღევანდელი ტონის შერბილებას 26 მაისს გაკეთებულ მწვავე განცხადებებზე საზოგადოების ნაწილის მძიმე რეაქციებს უკავშირებს.