საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეს არის თვისობრივად ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ეროვნული დონის დოკუმენტი, რომელიც წინა დოკუმენტებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არა მხოლოდ უწყებრივ, არამედ სამთავრობო დონეზეა დამტკიცებული.

სტრატეგიის ტექსტი ქვეყნის მთავარი მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სამთავრობო უწყებების კომპეტენციებისა და სექტორული მიმართულებების განსაზღვრას ითვალისწინებს. დოკუმენტში ოთხი წლის სტრატეგიაა გათვლილი, რაც ქვეყნის დეოკუპაციას, ევროინტეგრაციასა და სტრატეგიულ ურთიერთობებს მოიცავს.

დოკუმენტის შემუშავებაში უწყებათაშორისი საბჭო იყო ჩართული. ის პარლამენტარებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც განიხილეს. ახალ სტრატეგიას თან სამოქმედო გეგმაც ერთვის.