რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში, უახლოეს მომავალში, საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირება მოხდება. მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირება იქნება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზებას გეგმავენ.