პარლამენტის გადაწყვეტილება

პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრაზე შესაბამის დადგენილებას მხოლოდ 30-მა დეპუტატმა მისცა ხმა. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა.

უმრავლესობის პოზიციით, საკითხზე დეპუტატებმა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშიდან უკვე მიიღეს და გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

პარლამენტის გადაწყვეტილებას მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა. ის მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას არა დეპუტატებმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა არ დაუჭირა მხარი. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება.