პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმი გაიხსნება
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზ მუზეუმი გაიხსნება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასა და ფონდ ქართულ გალობას შორის გაფორმდა.
ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმი ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდება. მისი შექმნის მიზანი, საქართველოს ეთნოგრაფიის საუკუნოვანი აუდიტორიის შესახებ მასალების თავმოყრა და საზოგადოებისთვის მიწოდება იქნება.