აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისგან ყველა მიმართულებით აქვს მხარდაჭერა. ეს ეხება როგორც ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ამერიკა-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩუგოშვილის შეფასებითვე, საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.
საქართველოს მეგობარი ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით კი, საქართველო რეგიონში სხვებისთვის მაგალითია.