სოციალური მუშაკების გაფიცვას და მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი. მათ ბრიფინგი გამართეს და იმედი გამოთქვეს, რომ სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები გაზიარებული იქნება. მათ დადებითად შეაფასეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით.