შეიცვალა, თუ არა პარაოლიმპიური კომიტეტის მენეჯმენტი სამი წლის წინ კანონიერად, – მხარეებს შორის სამართლებრივი დავა, ამჯერად სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
სარჩელის ავტორი კომიტეტის გამგეობიდან დათხოვნილი გიორგი წასიძეა, რომელიც 2016 წლის აპრილში ჩატარებულ სხდომას აპროტესტებს. როგორც ირკვევა, მას კომიტეტის პრეზიდენტობა სურდა, თუმცა სწორედ სადავო სხდომაზე, გამგეობიდან მისი გარიცხვა გადაწყდა. მოსარჩელე გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს და სპორტის მაშინდელი სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც ახსენებს.