სახალხო დამცველს პანკისის ხეობაში ელოდებიან. ნინო ლომჯარია მაჩალიკაშვილების ოჯახს შეხვდება და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცის პირადად მოისმენს.
ომბუდსმენს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ადგილობრივ პედაგოგებთან, ქალთა და უხუცესთა საბჭოსთან.
ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში მცხოვრებ მუსლიმი თემის წარმომადგენლებსაც მოუსმენს.
შეხვედრა დუისის მეჩეთში შედგება.