პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღის ბოლომდე ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ბოლო 24 საათში 12 პირი უკვე გაწერეს. ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდ 19-ის დიაგნოზით კლინიკაში სულ 68 მოქალაქე მკურნალობს. მათგან ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კი, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს.