თბილისის ინფექციურ განყოფილებაში ამ დროისთვის 30 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, მათ შორის არის ის 14 პირი, რომლებსაც ოფიციალურად კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათგან მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობაა შედარებით მძიმე. ამასთან, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დღესვე, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებულად ორი სპეციალური რეისი განხორციელდება. საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლიან.