ინფექციურ საავადმყოფოში ახლად შეყვანილი პაციენტების ანალიზის პასუხებს ელოდებიან. რაც შეეხება სამ დადასტურებულ შემთხვევას, მათი მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე წუთის წინ ქართველი მედიკოსებისა და ჩინელი სპეციალისტების ონლაინ-კონფერენცია დასრულდა. ექიმებმა მოისმინეს რეკომენდაციები იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობა გართულდება.
თამუნა ნადარეიშვილი მუშაობს თემაზე.