ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კლინიკა „გორმედის“ პედიატრის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. გორმედიდან ოჯახმა კერძო მანქანით ბავშვი თბილისში გადმოიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებებზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ სამედიცინო ცენტრ „გორმედში“. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში გაეწია ამბულატორიული მკურნალობა, სტაციონარულ მკურნალობაზე კი ოჯახმა თავად განაცხადა უარი და დატოვეს კლინიკა თვითნებურად. საქმეს სწავლობს გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.