ჩუტყვავილას და სეზონური ვირუსების შემთხვევები

საქართველოში ჩუტყვავილას გახშირებული შემთხვევების გამო, ინფექციონისტების ნაწილი ამ დაავადების სამკურნალო ვაქცინაციის, იმუნიზაციის კალენდარში შეტანას ითხოვს.

ჩუტყვავილა ბოლო წლებში ისეთ საფრთხედ არ არის მიჩნეული, რომელსაც აცრების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება სჭირდება, თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ინფექციას შესაძლოა სერიოზული გართულებები მოჰყვეს. რეკომენდაციაა დროული დიაგნოსტირებაც. სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ ექიმებს პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ. მედიკოსების განმარტებით, ქვეყანაში სხვადასხვა სეზონური ვირუსებიც ცირკულირებს და ამ ეტაპზე მათთან ბრძოლის ერთ-ერთი გზა სწორედ ვაქცინაციაა.