ოთხი ფერწერული ტილო საქართველოს დაუბრუნდა – ჩეხეთიდან ჩამოტანილი ნამუშევრები ეროვნულ გალერეას გადაეცა. კოლექციაშია ირაკლი სუთიძის „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“. განცხადება კულტურის სამინისტროში გაკეთდა.