ოთარ კახიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება

ყველა უბედურება „ევროპული საქართველოს“ გაკეთებულია – ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა. ვაშაძის განცხადებით, ისინი გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა ხალხს მათი გაკეთებული საქმეები არ დაავიწყდება.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ  შარშან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ” უამრავი ფული დახარჯეს, თუმცა მეორე ტური თავიდან ვერ აიცილეს. ვაშაძის ამ განცხადებას „ევროპულ საქართველოში“ ე.წ. თავდაუსხმელობის შეთანხმების დარღვევად აფასებენ.

შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის შუამავლობით, სამპუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმება გულისხმობს მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდაჭერას, კამპანიის დროს ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან თავშეკავებას და არჩევნების პირველ და მეორე ტურებში ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებას.