ოთარ იოსელიანის კინომემკვიდრეობა 

ცნობილი ქართველი რეჟისორის უნიკალური შემოქმედება ეროვნულ არქივს გადაეცა.

ოთარ იოსელიანის 21 ფილმი აღდგენილი ხმით და გამოსახულებით არქივის ფონდში იქნება დაცული. საფრანგეთში რესტავრირებულ ნამუშევრებს შორის არის მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, მათ შორის ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის დროს იკრძალებოდა. ცნობილი რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა პანდემიის შემდეგ იგეგმება.