ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. 20 ქვეყნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას აღიარებენ და გმობენ რუსეთის 2008 წლის აგრესიას. განცხადების თანახმად, საჭიროა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების წვდომა. საქართველოს მეგობართა ჯგუფი ასევე მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. აღიარების გადაწყვეტილება. განცხადებაში ასევე საუბარია, რომ ჯგუფი მხარს უჭერს ეუთო-ს ჩართულობას და საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელახლა გახსნას, კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების ძიების პროცესში.