ორი წლის სანდრო ყურმაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საზოგადოების დახმარება ორი წლის სანდრო ყურმაშვილს სჭირდება. მას თვალის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. სანდრო ყურმაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს უცხოეთში მკურნალობას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს არ აქვს მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ყველას, ვისაც შეუძლია ორი წლის სანდროს დახმარება, თანხის ჩარიცხვა ფოტოზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.