ოთხი წლის ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 წლის ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მცირეწლოვანს თირკმლისა და ღვიძლის პოლიცისტური დაავადება აღმოაჩნდა,, რაც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. აუცილებელია ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვა, თუმცა პირველ ეტაპზე ელენთის ოპერაცია სჭირდება, რათა სეფსისი არ განვითარდეს. ნუცას მკურნალობა დიდი თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ფოტოზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ.