ერთი წლის ფილიპე ღუბიანურს საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლისა და 6 თვის ფილიპე ღუბიანურ საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვი ტყუპისცალია, ის 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში. ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი, კომის შემდგომი ცერებრალური პალსი დაუდგინეს. ხუთი თვის განმავლობაში პატარა ფილიპე პედიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, ხოლო შემდეგ აუცილებელი გახდა მისი გადაყვანა სტამბოლში. ქოჩის კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია, ბავშვს ამოკვეთეს ინფექციის წყაროდ ქცეული დაზიანებული მარცხენა თირკმელი. ამის შემდეგ ბავშვმა დაიწყო კომიდან გამოსვლა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში დამხმარე ვენტილაციაზეა. ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა, კლინიკის დავალიანებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად კი 100 ათასი დოლარია საჭირო. ექიმების შეფასებით, ფილიპეს მოხსნას რეანიმაციის აპარატიდან რამდენიმე თვე დასჭირდება, შესაბამისი მკურნალობით და რეაბილიტაციით. ყველას ვისაც აქვს ფილიპე ღუბიანურის დახმარების შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეუძლია.

მაია ღუბიანური პნ/ 08001002020.
ლიბერთი ბანკი: GE29LB0711105166899140
საქართველოს ბანკი: GE44BG0000000553273953
თიბისი ბანკი: GE85TB7657545068100045