ორი საათია, საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ორი საათია, საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამინდის გაუარესების გამო, ვერ გაიხსნა ორი უბანი. ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნული უბნები ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაიწყებს. არჩევნების მეორე ტურში სულ ექვსი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მიუხედავად ამისა, ბიულეტენებში ოპოზიციური კანდიდატების გვარები მაინც არის მითითებული. როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე გახსნილი 25-ე საარჩევნო უბნიდან თათია ტაბეშაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში – რა ვითარებაა ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე.