პოლიტიკური განცხადებები პარლამენტის სხდომაზე

ჩატარებული არჩევნები იყო პარლამენტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა.

დარბაზში მყოფი ოპოზიციის ნაწილმა ტრიბუნა პირველი და მეორე ტურის შედეგების გაყალბებაზე საუბრისთვის გამოიყენა და ხელისუფლებას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებზე მიუთითა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ახლა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ასახელებს, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწევას გულისხმობს. ხელისუფლებას ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ და მის მიმართ თანასწორი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს „გირჩი“. პოლარიზაციის დასრულება და მოსახლეობის საჭიროებებსა და პრობლემებზე კონცენტრირება – ასეთი გზავნილები ისმოდა მმართველი გუნდის ლიდერებისგან. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოქალაქეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე საპარლამენტო დებატებში ჩართვას სთავაზობს.