ხმების გადათვლა ზუგდიდში

ზუგდიდში შემთხვევით შერჩეული შვიდი უბნის ხმების დათვლის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა.

შვიდიდან ერთ უბანზე ერთი ბათილი ბიულეტენი ოპოზიციის სასარგებლოდ ჩათვალეს. 51-ე უბნის დალუქულ ყუთში კი ბათილი ბიულეტენები საერთოდ არ აღმოჩნდა, რის გამოც საოლქო კომისიაში სხდომა ჩაინიშნა.