„მზად იყავით სამშობლოს დასაცავად“ – ასე მიმართა სომხეთის პრემიერმა მოქალაქეებს, როდესაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დაწერა. ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარესაა, ამას კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს და სომხეთს აგრესიულ ქმედებებში სდებს ბრალს. ორი ქვეყნის საზღვართან შექმნილ ვითარებას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო უწყება. მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ევროკავშირი.
რა განცხადებები კეთდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მხრიდან? – ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს თემაზე საუბარს.