ბიზნესმენის შვილის გატაცების ახალი გარემოებები.
არაოფიციალური ინფორმაციით, ამირან დეკანოიძის 23 წლის შვილის გატაცების საქმეს ორგანიზება მოსკოვიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა ცოლ-ქმარმა გაუწია. ისინი დანარჩენ რვა პირთან ერთად დაკავებულები არიან. გატაცების ადგილთან დაკავშირებით კი ორი სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.
თავად გატაცებულის ოჯახი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებს.
ერთკვირიანი მძევლობის შემდეგ ჩატარებული სპეც-ოპერაციის დეტალებს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის მცხოვრებლები იხსენებენ.