მამუკა ხაზარაძის სექსისტური განცხადება  

პოლიტიკაში წასულ ბიზნესმენს დღეს თავის მართლება დასჭირდა.

მამუკა ხაზარაძის მიერ საკუთარი გუნდის ახალი წევრების წარდგენისას გაკეთებული განცხადება ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც არ მოეწონა. მას დღეს ეთიკური ნორმების დაცვისა და კორექტულობისკენ მოუწოდეს. „შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“, -„ლელოს“ დამფუძნებლის ამ სიტყვების ადრესატი ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იყო. ფრაზა ყველა მხარემ სექსისტურ განცხადებად და ქალების შეურაცხყოფად შეაფასა.

განცხადებაში დისკრიმინაციის წახალისება ამოიკითხა სახალხო დამცველმა.