კუდ-ის მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენება

კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების აღიარებითი ჩვენება.

ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი ადასტურებენ, რომ 2006 წელს პოლიტიკიდან ბადრი პატარკაციშვილის ჩამოშორების გეგმაში მონაწილეობდნენ. საუბარია იმ ეპიზოდზე, რომლის მიხედვით ბიზნესმენის სახლის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა უნდა მომხდარიყო. გამოძიება დანაშაულებრივი გეგმის ორგანიზატორებად კუდ-ის მაშინდელ მაღალჩინოსნებს, ლევან ქარდავას და გიორგი დგებუაძეს აცხადებს. არსებობს თუ არა საქმეში მათი საწინააღმდეგო ჩვენებები, ამაზე პროკურორი და ადვოკატი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ.