ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის საქმეზე სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.
საუბარია წერილობით მტკიცებულებებზე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნებს ეხება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ კობა კოშაძე წარდგენილ ბრალდებაში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და იარაღზე მისი კვალი არაა აღმოჩენილი. ბრალდების მხარის მტკიცებით, იარაღზე ბრალდებულის „დეენემის“არ არსებობა, არ ნიშნავს, რომ კოშაძე ამ იარაღს უკანონოდ არ ატარებდა.