„ოქროს გლობუსის“ 81-ე დაჯილდოება კალიფორნიაში. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ 21 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესო დრამატული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერმა“. საუკეთესო რეჟისორად კრისტოფერ ნოლანი დასახელდა. საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი კილიან მერფი აღიარეს. საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული მხატვრულ ფილმში შესრულებული როლისთვის ლილი გლადსტონს გადაეცა. სერიალსა და მიუზიკლისთვის კი ეს ჯილდო ემა სტოუნმა მიიღო.