რვა ოპოზიციონერი დეპუტატი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მისამართით გაგზავნილ წერილში ევროკავშირის კითხვარის საჯაროდ ხელმისაწვდომობას ითხოვს. მათ სურთ, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, უშლის თუ არა ხელს საქართველოს მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი. ამ მიმართვაზე დღეს პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მათ წერილს უკვე მოჰყვა შედეგი და მთავრობა კითხვარს გაასაჯაროებს.