NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ლიდერთა საბჭო ეხმაურება. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კვლევებში საზოგადოების 30 %-ს მიერ არჩევნების მიმართ გამოხატული უნდობლობა, კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმურობას. ლიდერთა საბჭო უახლოეს მომავალში, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ბურჯანაძის განცხადებით, ამის მიზანი სტრასბურგის მიერ საქართველოში არჩევნების დარღვევებით ჩატარების აღიარებაა.