„ერთიანი საქართველოს“ შეხვედრა მოსახლეობასთან

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრას განაგრძობს. პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხვიჩა გამარჯობაძე ქობულეთში წარუდგინა. მოსახლეობამ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს არსებული პრობლემები გააცნო, ადგილობრივების თქმით, მთავარი პრობლემა პანდემიის გამო დაზარალებული ტურისტული სეზონია.