ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას ბურჯანაძე გაემიჯნა

განცხადება, რომელმაც ჯერ საარჩევნო სისტემის შეცვლის და ახლა არჩევნების ბოიკოტის საკითხის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციაში იდეოლოგიური უთანხმოება წარმოაჩინა. ნინო ბურჯანაძეს ახლა განმარტებების გაკეთება უწევს იმაზე, თუ რატომ არ შეუერთდა მისი პარტია მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით 23 პოლიტიკური ძალის მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, პუტინის მწვავე კრიტიკასაც მოიცავს.  მიზეზად განცხადების ის ნაწილი სახელდება, სადაც ხელმომწერები საქართველოში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების საჭიროებას მიუთითებენ. ბურჯანაძისგან განსხვავებით, განცხადებაზე ხელმოწერისგან თავი არ შეუკავებია იმ პარტიის ლიდერს, რომელიც წლების წინ ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.