ოპოზიციის მოთხოვნა - გამოხმაურება

ოპოზიციონერი დეპუტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების თაობაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. თეონა აქუბარდიამ, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შესაბამისი პროექტი უკვე მოამზადეს.

მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. მმართველი გუნდი აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერას არ აპირებს და ოპონენტების მხრიდან სპეკულაციაზე საუბრობს.