შეხვედრა კავთისხევში - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

კავთისხევში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური განმარტავს, რომ ისინი შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყვნენ და მათ საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვთ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს შეხვედრები არათუ საქართველოს ინტერესებს, არამედ ქვეყანაში დესტრუქციის მოწყობას ემსახურება.