შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მათივე თქმით, სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობაა. ხელისუფლება კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ კითხვებზე პასუხის გასაცემად ოპოზიციას შეუძლია პარლამენტში მინისტრი დაიბაროს.