სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი იქნება სავარაუდოდ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ათონელის სასახლეში, სადაც ამ წუთებში ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები განმარტავენ, სავარაუდოდ საუბარი შეეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს, ასევე პრეზიდენტთან განიხილავენ სხვა თემებსაც, მათ შორის სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს. ოპოზიციის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს მაკოორდინირებელი ფუნქცია აქვს და ახლა საერთო ძალისხმევა და კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია.